22:01 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-16 00:18:28, 667 ნახვა

კომენტარი
წულუკიანი - კანონიერება არ ნიშნავს, რომ კონკრეტულ კონტექსტში მარტივი გადასატანია ამა თუ იმ ადამიანისთვის

„კანონიერება არ ნიშნავს, რომ კონკრეტულ კონტექსტში მარტივი გადასატანია ამა თუ იმ ადამიანისთვის“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მნიშნელოვანია მერიამ იზრუნოს იმ ადამიანებზე, ვისთვისაც ის შენობები ერთადერთი საცხოვრებელი იყო.

„რამდენიმე მარტივი, რეალობის შესაბამისი რამე შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო დიახ, მძიმე კადრები, რომ დიახ, ეს, ალბათ, ახლა, ამ სუსხში და ზამთრის პერიოდში რატომ იყო საჭირო.

თუმცა, ამ კითხვაზე მერმა ისაუბრა და მას აქვს პასუხები თუ რატომ მიიღო მერიამ ეს გადაწყვეტილება. თუმცა, ჩემთვის, მთავარი არის, რომ ვინაიდან ეს იყო მძიმე კადრები, მძიმე გადაწყვეტილება.

 მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონიერი გადაწყვეტილება იყო. თუმცა, კანონიერება არ ნიშნავს, რომ კონკრეტულ კონტექსტში მარტივი გადასატანია ამა თუ იმ ადამიანისთვის.

მნიშვნელოვანია, რომ მერიამ ყველაფერი გააკეთოს, რომ არც ერთი ამ ადამიანთაგანი, თუ კი სიმართლეა, რომ მათ სხვა საცხოვრისი არ აქვთ და მშენებარე სახლების დასრულებას და იქ შესახლებას გეგმავდნენ, რომ არ დარჩნენ ჭერის გარეშე“, - განაცხადა წულუკიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics