|
2020-12-14 21:52:34, 832 ნახვა
კომენტარი
სააკაშვილი - ივანიშვილის შიკრიკები დეპუტატებს 2-დან 3 მილიონამდე „ქეშს“ სთავაზობდნენ
„ივანიშვილის შიკრიკები დეპუტატებს 2-დან 3 მილიონამდე „ქეშს“ სთავაზობდნენ“, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო მიმართვის დროს განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ არჩევნებში სინამდვილეში ოპოზიციურმა კოალიციამ გაიმარჯვა. „მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა ოპოზიციის თითოეულ წევრს, სინამდვილეში გამარჯვებული კოალიციის თითოეულ წვერს, რომელიც არ შევიდა "ბუტკაში". საქართველოს პარლამენტი არ ჰყავს, ეს არის უკანონო ორგანო, იმიტომ რომ იმ დასკვნების ფონზე, ლაპარაკის ფონზე, იმის ფონზე რაც იყო, იმის ფონზე, რომ თითო დეპუტატს, ვინც თვითონ გამოაცხადეს დეპუტატად, 2-დან 3 მილიონ დოლარამდე "ქეშს" სთავაზობდნენ, წინა დღეებში, ისტერიულად, ივანიშვილის შიკრიკები... ამ ხალხის უმეტესობა არის ხელმოკლე, მე ხომ ვიცნობ რა ხალხიც არის, ეს ხომ არ არიან მილიონერები, როგორებიც ივანიშვილმა შეიყვანა, მათთვის ის ხელფასი, რამდენიმე ათასი ლარიც ძალიან დიდი ხელფასია ამ ხელმოკლეობის პირობებში”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)