15:27 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-14 20:54:42, 1199 ნახვა

მსოფლიო
დიდ ბრიტანეთში კოვიდ-19-ის ახალი ვერსია აღმოაჩინეს

დიდ ბრიტანეთში კოვიდ-19-ის ახალი ვერსია აღმოაჩინეს.

ამის შესახებ ინფორმაციას „ბი ბი სი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ახალი ვირუსი უფრო სწრაფად ვრცელდება.

ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა, მეტ ჰენკოკმა განაცხადა, რომ ინგლისში სამოცმა სხვადასხვა სახელმწიფო სააგენტომ აღწერა Covid ინფექციების შემთხვევები, რომლებიც ამ ახალი ვარიანტითაა გამოწვეული.

მეტ ჰენკოკმა ასევე აღნიშნა, რომ ვირუსის დეტალური გამოკვლევა უკვე დაწყებულია და ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაც ინფორმირებულია.

პირველადმა კვლევებმა დაადგინა, რომ კოვიდ-19-ის ახალი ვარიანტი უფრო სწრაფად ვრცელდება და მეტად მძიმე დაავადებას იწვევს.

ამ დროისთვის დიდი ბრიტანეთში ახალი ვირუსით 1000-მდე ადამიანი დაინფიცირდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კარგი იდეა მხოლოდ დასაწყისია, შეცდომების მიუხედავად არ გაჩერდე – ფოქსი ელენიკო 19 წლის საკუთარ თავს მიმართავს
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე - „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
სრული სვლით საგანძურისკენ - 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
კობახიძე: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა, ტრაგიკული მოვლენაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics