07:00 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-08 20:14:40, 644 ნახვა

საზოგადოება
ისანში, საცხოვრებელ კორპუსში ახალი ლიფტი დამონტაჟდა

ისნის რაიონის გამგეობამ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროექტის ფარგლებში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის მე-5 შესახვევის N1-ში, უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი ახალი ლიფტი მოაწყო. მოსახლეობას კორპუსში ლიფტის არარსებობა 25 წლის განმავლობაში პრობლემას უქნიდა.

შესრულებულ სამუშაოებს ისნის რაიონის გამგებელი,  კახა ლაბუჩიძე ადგილზე გაეცნო.

„ამხანაგობამ გამგეობას მომართა თხოვნით, რომ გადავეჭრა პრობლემა, რომელიც აქ მცხოვრებ ადამიანებს 25 წელი აწუხებდათ. ვინაიდან კორპუსი არასტანდარტულია, ძნელი იყო ლიფტის დამონტაჟება, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით და დღეს, ადგილობრივ მცხოვრებლებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და ხარისხიანი ლიფტი აქვთ“, - აღნიშნა კახა ლაბუჩიძემ.

სამუშაოები კომპანიამ „ტექსერვისი +“ განახორციელა. პროექტი ისნის გამგეობის ბიუჯეტიდან 61 000 ლარით დაფინანსდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics