|
2020-12-08 17:57:46, 1486 ნახვა
რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტში 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის ონლაინ საჯარო განხილვა მოეწყო
ქედის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა დღეს ონლაინ გაიმართა. შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები, ახალგაზრდები და საზოგადოების წევრები ესწრებოდნენ. მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პრეზენტაცია ქედის მერმა ლევან გორგილაძემ და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ჯემალ ტაკიძემ წარადგინეს. 2021 წლის შემოსავლების გეგმა გაზრდილია მილიონი ლარით პანდემიური მდგომარეობის გათვალისწინებით, 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი იქნება უფრო მოქნილი როგორც სოციალური პროგრამების კუთხით, ასევე მმართველობის ფორმით: დაემატა 3 ახალი სოციალური პროგრამა; გაიზარდა სოციალური პროგრამების დაფინანსება; 2021 წელს პირველად, მონაწილეობითი ბიუჯეტის ფარგლებში, ხალხის მიერ არჩეული 5 პროექტი განხორციელდება; გრძელდება დონორ ორგანიზაციებთან: გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობა - GIZ და USAID- თან ერთად, ახალი პროგრამების შემუშავება, როგორიცაა გენდერული ბიუჯეტი, პროგრამული ბიუჯეტის დახვეწა და ა.შ. 2021 წელს ქედის მერია GIZ-თან ერთად განახორციელებს ახალ პროგრამას ,,ციფრული წიგნიერების ცენტრი“, რაც გაზრდის მოსახლეობის ელექტრონულ სერვისებთან წვდომის შესაძლებლობას და აგრეთვე, აამაღლებს მოსახლეობის ცოდნას კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით. 2021 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში ასახულია 2020 წელს USAID- თან ერთად განხორციელებული მოსახლეობის კვლევის შედეგად გამოვლენილი პრიორიტეტები. გაიზარდა საგრანტო და ადგილობრივ პროექტებში თანადაფინანსება. გაიზარდა მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის დაფინსება. განხორციელდება შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტები: დასრულდება ცენტარლური პარკის რეაბილიტაცია; დასრულდება აქუცის ხიდის მშენებლობა; გაგრძელდება მდინარე აკავრეთას ნაპირსამაგრი სამუშაოები; გაგრძელდება შიდა საუბნო გზების კეთილმოწყობის პროგრამა; რემონტი ჩაუტარდება N1 საბავშვო ბაღს; გაგრძელდება სპორტული მინი მოედნების რეაბილიტაციის პროგრამა და ა.შ.; 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პრიორიტეტია: ინფრასტრუქტურის და მუნიციპალური კომუნალური სერვისების განვითარება; დასფუფთავება და გარემოს დაცვა; განათლება; ტურიზმი, კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი; ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა. პრეზენტაციის დასასრულს, კითხვებს ქედის მერი პასუხობდა. მოქალაქეთა მონაწილეობა ზრდა თვითმმართველობის განხორციელების პროცესში, ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია.
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)