23:27 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-07 13:03:49, 625 ნახვა

რეგიონი
დაბა კაზრეთში შიდა გზების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

დაბა კაზრეთში შიდა გზების მოწესრიგება აქტიურ რეჟიმში გრძელდება. ამ ეტაპზე გზის მოწყობა ერთი კორპუსის მიმდებარედ მიმდინარეობს. ობიექტზე ასფალტის საფარი 2100 მ2-ზე იგება.

კაზრეთში შიდა გზების მოწყობის მიმდინარე სამუშაოებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელი გაეცნო.  აღსანიშნავია, რომ  შიდა გზები წელს დაბა კაზრეთში ორი კორპუსის მიმდებარედ უკვე მოწესრიგდა.

დაბა კაზრეთში შიდა გზების მოწყობისთვის 830 000 ლარია გამოყოფილი. სამუშაოები „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

დაბის მასშტაბით 15 000 კვადრატული მეტრის მოცულობის დაზიანებული გზების შეკეთება კომპანია „არემჯიმ“  განახორციელა. აღსანიშნავია, რომ კომპანია ასფალტის საფარს რამდენიმე კორპუსის მიდებარედაც აგებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics