02:32 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-04 16:53:05, 524 ნახვა

კომენტარი
გომელაური: 8 წელია შინაგან საქმეთა მინისტრის ოთახში იგივე რემონტია, იგივე ავეჯია და რასაც ვყიდულობთ, პოლიციელებისთვის არის განკუთვნილი

შინაგან საქმეთა მინისტრმა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში გამართული შეხვედრის შემდეგ მედიის კითხვებს უპასუხა.

ვახტანგ გომელაურმა სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სერვერების შესყიდვა 112-ის შესაძლებლობების გაძლიერებას უკავშირდება, ხოლო შესასყიდი ავეჯი განთავსდება გურჯაანის პოლიციის ახალ შენობაში და განკუთვნილია არა მინისტრის კაბინეტისთვის, არამედ პოლიციელებისთვის. 

„მე ვთქვი, რომ 112-ის სამუშაო რეჟიმი და ოპერატორთა ოდენობა თითქმის გავასამმაგეგთ, აპარატურა რომლის შესყიდვასაც ვაპირებთ ემატება, იმიტომ, რომ რაც გვქონდა ჩვენ საშუალება, იტვირთება და გადავწყვიტეთ სერვერები გავაძლიეროთ. ეს სერვერები 112-ში დაყენდება და ამაში რაღაცა საეჭვო და ისეთი კითხვები მე მგონი არ უნდა იყოს.

რაც შეეხება ავეჯის შესყიდვას - ეს არის გურჯაანის პოლიციის ახალი შენობისთვის მაგიდები, სავარძლები, პოლიციელებისთვის და არა მინისტრის კაბინეტისთვის. მუხაში გაწყობილი არ ვიცი, მაგრამ ჩვეულებრივი სამორიგეოს მაგიდებია და არის სავარძლები.

ხშირად არის ხოლმე ამაზე საუბარი, რომ ხან 400 000 ვიხდი ჩემს სავარძლებში და ა.შ. ჩემს კაბინეტში, სადაც მე ვარ დღეს, 2012 წელს როცა დავინიშნე მინისტრის მოადგილედ და ბატონ ირაკლისთან შევედი, მინისტრთან და ვნახე, იგივე ავეჯი დგას, იგივე რემონტია, არაფერი არ შეცვლილა ამ 8 წლის განმავლობაში“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics