|
2020-12-04 15:53:10, 573 ნახვა
საზოგადოება
მეუფე იაკობი - ხელისუფლებამ და ოპოზიციამ გადაწყვიტეს ჩაეტარებინათ არჩევნები, რამაც ასეთი დიდი სიკვდილიანობა გამოიწვია
ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსისგან გარდაცვლილთა მაღალი მაჩვენებელი ექიმების ბრალი არ არის. როგორც მან ქადაგებისას აღნიშნა, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ გადაწყვიტეს ჩაეტარებინათ არჩევნები, რამაც ასეთი დიდი სიკვდილიანობა გამოიწვია. „ხალხს რაც სჭირდება და საქართველოს რაც სჭირდება ის გვერდზე ჩება ხოლმე და მიდის პოლიტიკური ბრძოლა. ახლაც ვხედავთ, ჩატარდა არჩევნები და რის ფასად? იმ ფასად, რომ არ შეზღუდეს, როცა დროზე იყო შესაზღუდი, ყველა პარტია დადიოდა აგიტაციებზე. არავინ აკლებდა, ვისაც შეეძლო გადაადგილება, აბსოლუტურად ყველა დადიოდა. ვისაც დიდი ფული ჰქონდა, ისინი უფრო მეტს მოძრაობდნენ, უფრო მეტი ხალხი დადიოდა და ვირუსი გადი-გამოდიოდა სხვადასხვა კუთხეებში. მერე იყო არჩევნები, 2 მილიონი კაცი მივედით არჩევნებზე, კარგად ვიცით, რომ ძალიან ბევრი იქაც დაავადდა, თვითონ კომისიის წევრები და შემდეგ მათ სახლებშიც მიიტანეს. ძალიან ბევრი ადამიანი გარდაიცვალა. როდესაც მე გავაფრთხილე ხელისუფლება, 1500 და 1600-ს შორის იყო დაავადებულების რიცხვი, გავაფრთხილე, რომ 5 000, 10 ათასიც იქნება, კარგად გადახედეთ- მეთქი. დროზე რომ მიეხედათ, მაგრამ ყველამ ერთად, ხელისუფლებამაც და ოპიზიციამაც გადაწყვიტეს ჩაეტარებინათ არჩევნები და მივიღეთ ასეთი დიდი სიკვდილიანობა. ექიმების ბრალი საერთოდ არ არის. მერე რა ხდება, ნაწილი პარლამენტში შედის, ნაწილი ამბობს, არ შევდივარო. მე სულ არ მაინტერესებს, ვინ შედის და ვინ არა, მაინტერესებს ერთი რამ, მოვედით, აგირჩიეთ და რისთვის? ერთმანეთში რომ გააგრძელოთ უაზრო ბრძოლა? ასეთ დღეში ვართ“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)