|
2020-11-23 14:24:40, 613 ნახვა
საზოგადოება
მუხათგვერდის ქუჩიდან ფარნავაზ მეფის გამზირისა და 100 ათასი მოწამის ქუჩის კვეთამდე, ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მუხათგვერდის ქუჩაზე, აღმაშენებლის ხეივნიდან ფარნავაზ მეფის გამზირისა და 100 ათასი მოწამის ქუჩის კვეთამდე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება. დაგეგმილი სამუშაოებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 24 ნოემბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით, მუხათგვერდის ქუჩაზე ავტომობილების გადაადგილების სქემა დროებით შეიცვლება. ტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელი იქნება ფარნავაზ მეფის გამზირის, გიორგი ბალანჩინის ქუჩის, მირიან მეფის ქუჩისა და დავით აღმაშენებლის ხეივნის გავლით. სამუშაოების წარმოების პერიოდში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტიც შეიცვლება. კერძოდ, N84 ავტობუსი დიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩიდან ფარნავაზ მეფის გამზირის გავლით გადაადგილდება, ხოლო შემდგომ, სვლას დადგენილი მარშრუტით განაგრძობს. ავტობუსი უკუმიმართულებითაც იმავე მარშრუტით იმოძრავებს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)