|
2020-11-20 19:01:16, 632 ნახვა
საზოგადოება
შეიკრიბონ პარლამენტარები და მიიღონ 3 კანონი - რა მოთხოვნები აქვს მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელს
სოციალურ ქსელში ვრცელდება მიმართვა, სადაც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემბისი“-ზე თავდამსხმელი სამ მოთხოვნას ასახელებს. აღნიშნული ვიდეომიმართვა ერთ-ერთი მძევლის მიერაა გადაღებული. ვიდეომიმართვის მიხედვით, თავდამსხმელს სამი მოთხოვნა აქვს. „შეიკრიბოს საქართველოში ყველა პარლამენტარი და მიიღონ სამი კანონი. 1) აიკრძალოს საქართველოს მასშტაბით ყველანაირი აზარტული თამაშები, 2) ბანკებს მიეცეთ უფლება, 7 &-ში გასცენ სესხი, ვისაც არსებული სესხები აქვთ, გადაუტანონ 7%-ში. 3) ფარმაცევტულ კომპანიებს მივცეთ მხოლოდ 10% მოგების უფლება“, - აცხადებს თავდამსხმელი. შეგახსენებთ, რომ თავდამსხმელი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში, 17:00 საათისთვის შეიჭრა, ის ადგილზე ნიღბის გარეშე იმყოფება, შესაბამისად, შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელს 9 პირი ჰყავს მძევლად აყვანილი.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)