|
2020-11-20 18:03:46, 599 ნახვა
საზოგადოება
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემბისი“ - სრულ კოორდინაციაში ვართ შსს-თან და ვმოქმედებთ მათი მითითებების შესაბამისად
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემბისი“, სადაც შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა, განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, კომპანია სრულ კოორდინაციაშია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და მოქმედებს მათი მითითებების შესაბამისად. „გვინდა გავაკეთოთ განცხადება ამ მომენტში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით: ჩვენი კომპანია სრულ კოორდინაციაშია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ვმოქმედებთ მათი მითითებების შესაბამისად. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს, რომ პროცესი მშვიდობიანად დასრულდეს. შექმნილ მდგომარეობაში, თანამშრომლების ჯამრთელობა და უსაფრთხოება „ემბისი“-ს უპირველესი ამოცანაა“, - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში. ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ, წერეთელზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემბისი“-ში შეიარაღებული პირი შეიჭრა. როგორც ცნობილია, შენობაში მას 9 მძევალი ჰყავს აყვანილი.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)