|
2020-11-18 12:26:22, 667 ნახვა
საზოგადოება
საელჩო - პომპეომ და პატრიარქმა განიხილეს საქართველოს როლი მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების მხარდაჭერის კუთხით
საქართველოში აშშ-ის საელჩო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორისა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „სახელმწიფო მდივანი პომპეო სიამოვნებით შეხვდა მის უწმინდესობას, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ ილია მეორეს. შეხვედრისას სახელმწიფო მდივანმა და მისმა უწმინდესობამ განიხილეს საქართველოს მნიშვნელოვანი როლი მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების მხარდაჭერის კუთხით“, – ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში. ილია მეორესა და მაიკ პომპეოს შორის შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა. ცნობისთვის, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი დღეს დილით საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, ის მთავრობის ადმინისტრაციაში გიორგი გახარიასა და დავით ზალკალიანს შეხვდა. ამ წუთებში კი, მიმდინაროებს შეხვედრა მაიკ პომპეოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)