|
2020-11-17 23:00:06, 469 ნახვა
საზოგადოება
თბილისი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კამპანიას შეუერთდა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) საშვილოსნოს კიბოს ელიმინაციის კამპანიას იწყებს, რომელსაც მსოფლიოს 194 ქვეყანასთან ერთად, საქართველოც შეუერთდა. ელიმინაციის კამპანიის ფარგლებში, დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ღირსშესანიშნაობები საშვილოსნოს კიბოს ფერში ნათდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აქციას საქართველოს დედაქალაქიც შეუერთდა და თბილისის სატელევიზიო ანძა განათდა. თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის „დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამის ფარგლებში, თბილისში რეგისტრირებული პირებისთვის საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი უფასოა. პროგრამაში, დედაქალაქის მასშტაბით, 30 სამედიცინო დაწესებულებაა ჩართული, მათ შორის, თბილისის მერიის ა(ა)იპ „ეროვნული სკრინინგ ცენტრი“. მიმდინარე წელს, თბილისის მერიამ საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის 22 750 შემთხვევა დააფინანსა.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)