|
2020-11-17 18:53:35, 676 ნახვა
საზოგადოება
ბოდიშს ვიხდი მათ მაგივრად, ვინც მადლიერების ნაცვლად, ექიმების ლანძღვა არჩია - პრეზიდენტი ცერცვაძეს გამოჯანმრთელებას უსურვებს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს, რომელიც დღეს კორონავირუსით დაინფიცირდა, გამოჯანმრთელებას უსურვებს. როგორც პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, ის ბოდიშს უხდის ექიმებს იმ ადამიანების ნაცვლად, რომლებმაც ექიმების მადლიერებას, მათი ლანძღვა და შეურაცხყოფა არჩია. „ბატონ თენგიზს კორონავირუსი დაუდგინდა. მსუბუქი ფორმაა და სახლში მკურნალობს. მინდა სწრაფი გამოჯანმრთელება ვუსურვო! მინდა, პირადად ვუთხრა მადლობა მისი თავდადებისთვის, კორონასთან ათთვიანი, დღე და ღამე შეუპოვარი ბრძოლისთვის! მინდა ბოდიში მოვუხადო მათ მაგივრად, ვინც მადლიერების ნაცვლად, ექიმების ლანძღვა და შეურაცხყოფა არჩია. ბატონო თენგიზ, საზოგადოების უდიდესი ნაწილი მადლობას გიძღვნით და თქვენთვის ლოცულობს! მხნედ იყავით! მალე დაუბრუნდით ამ ბრძოლას!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)