03:39 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-16 14:42:03, 645 ნახვა

სამართალი
პროკურატურა თემქაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულისთვის პატიმრობას ითხოვს

პროკურატურა თემქაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულისთვის პატიმრობას ითხოვს.

აღნიშნულის შესახებ განცხადებას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

„პროკურატურა განზრახ მკვლელობის და ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული ნ.ნ.-სთვის, ასევე  განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებული  ა.უ.- სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობას ითხოვს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.ნ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით მ.მ.-ს დანით ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც მ.მ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. აღნიშნული დანაშაულის დაფარვის მიზნით, ნ.ნ.-მ ასევე განზრახ მოკვლის მიზნით ლ.შ.-ს ყელის არეში მიაყენა ჭრილობები. ბრალდებულმა დანაშაულის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო, რადგან ლ.შ.-მ გაქცევა მოახერხა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ნ.ნ.-ს მიერ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ იცოდა ა.უ.-მ, თუმცა არ შეატყობინა სამართალდამცველებს.

ნ.ნ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 19-109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ" და მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით), ხოლო ა.უ.-ს 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების შესახებ სამართალდამცავი ორგანოებისთვის შეუტყობინებლობა) წარედგინათ.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - განაცხადეს პროკურატურაში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics