|
2020-11-15 13:56:03, 723 ნახვა
საზოგადოება
სიკვდილის კაშხალი - წყალტუბოს მოსახლეობა ნამოხვანჰესის მშენებლობას აპროტესტებს
წყალტუბოს მოსახლეობა ნამოხვანჰესის მშენებლობას უკვე 22 დღეა, რაც აპროტესტებს. ადგილობრივები ამ ტერიტორიიდან სამშენებლო კომპანია "ენკას" გასვლას ითხოვენ და ამ პროექტს "სიკვდილის კაშხალს" უწოდებენ. ისინი თვლიან, რომ "ნამოხვანჰესი", როგორც რიონის ხეობას, ასევე მთლიანად დასავლეთ საქართველოს უარყოფით შედეგებს მოუტანს. "ამ 22 დღის განმავლობაში არავინ ჩვენთან კომუნიკაციაზე არ გამოსულა, გადავწყვიტეთ მიგვემართა რადიკალური ზომებისთვის და გადავკეტეთ ცენტრალური გზა. მოვიდა პოლიცია, გვიბრძანა დავშლილიყავით და საპასუხოდ არ უთქვამს, რომ ვინმე დაგველაპარაკებოდა. სპეცრაზმს მისცა ბრძანება, რომ დავერბიეთ და გავეყვანეთ აქედან. საშინელი სიტუაცია იყო, გადაუარეს აქციის მონაწილეებს", - აცხადებს აქციის მონაწილე ტვ პირველთან საუბრისას. "მივედით უკიდურეს ზომამდე, რადგან მთავრობამ ჩვენთან საუბარი არ მოისურვა, ჩვენ კანონის ფარგლებში ჩვენ ხმას ყველას გავაგონებთ", - აცხადებს მედიასთან საუბრისას ერთ-ერთი აქტივისტი.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)