22:10 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-24 15:49:03, 745 ნახვა

ეკონომიკა
„ნიუ ჰოსპიტალსმა“ წელს უკვე მეორე საერთაშორისო ჯანდაცვის გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა

18-20 სექტემბერს აზერბაიჯანში, ქ. ბაქოში 21-ე საერთაშორისო სამედიცინო გამოფენა გაიმართა, რომლის ფარგლებში 19 ქვეყნის 189 კომპანია იყო წარმოდგენილი. “ნიუ ჰოსპიტალსი “უკვე მეორედ იღებს მონაწილოებას საერთაშორიო გამოფენაზე, რაც სამედიცინო სერვისების გარდა სამედიცინო ტურიზმის განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნებს ემსახურება. “ნიუ ჰოსპიტალსმა” გამოფენაზე წარადგინა სრულიად ახალი სამედიცინო ტურიზმის პროდუქტი „მედტური“.

გამოფენას ესწრებოდნენ „ნიუ ჰოსპიტალსის“ თვალის, ყელ-ყურ-ცხვირისა და ნეიროქირურგიის დეპარტამენეტების ხელმძღვანელები პროფესორები მიხეილ ომიაძე, გიორგი გოგნიაშვილი და ირაკლი თოიძე, რომელთაც ათეულობით პაციენტს ადგილზე გაუწიეს კონსულტაცია. გარდა ამისა დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა უცხოელ კოლეგებს მიაწოდეს ინფორმაცია კლინიკაში დანერგილი სიახლეების, ტექნოლოგიებისა და მიღწევების შესახებ.

„ნიუ ჰოსპიტალსი“ არის პირველი ქართული კლინიკა, რომელმაც პირველმა გადადგა ნაბიჯები სამედიცინო ტურიზმის განვითარებისთვის. ახალმა პროდუქტმა “მედტური” დიდი ინტერესი გამოიწვია, როგორც პაციენტებში, ასევე ტურისტულ ბიზნესში ჩართული კომპანიების მხრიდან. პროდუქტი შექმნილია არა მარტო სამედიცინო, არამედ ტურისტული საჭიროების მქონე ადამიანებისთვის. ჩვენი მიზანია მეზობელ ქვეყნებს შევთავაზოთ ევროპული ხარისხის სამედიცინო მომსახურება და რეკრიაციული სიკეთე ერთობლივად. მოხარულები ვართ, რომ ამ პროდუქტის წარდგენამ დიდი მოწონება დაიმსახურა“, - განაცხადა „ნიუ ჰოსპიტალსის“ დირექტორმა სტრატეგიული განვითარებისა და მარკეტინგის მიმართულებით სოფიო ლებანიძემ.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics