01:07 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-12 13:11:52, 541 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - ივენთ კომპანიებს საკრედიტო-საგარანტიო სქემაში ჩართვის და საბანკო პროცენტის დაფინანსების მიღების შესაძლებლობა ექნებათ

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ივენთ-კომპანიები დაემატა პანდემიის შედეგად დაზარალებულ იმ ბიზნეს სუბიქტებს, რომლებსაც ხელისუფლება პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ეხმარება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, „აწარმოე საქართველოში" შეტანილი ცვლილებების შედეგად, ივენთ - კომპანიები შეძლებენ, ჩაერთონ საკრედიტო - საგარანტიო სქემაში, რაც მათ  მნიშვნელოვნად დაეხმარება პანდემიის შედეგად წარმოშობილი პრობლემების მოგვარებაში. 

„არაერთი შეხვედრა გავმართეთ ივენთ-კომპანიების წარმომადგენლებთან და შევისწავლეთ მათ წინაშე არსებული გამოწვევები. შედეგად, მოვახდინეთ ცვლილების ინიცირება პროგრამაში „აწარმოე საქართველოში" და მათთვისაც, მცირე და საოჯახო სასტუმროების მსგავსად, 12 თვის განმავლობაში საბანკო კრედიტის პროცენტის სუბსიდირება მოხდება. ერთი მხრივ, ჩვენ ვაძლევთ საშუალებას ამ ტიპის საქმიანობით დაკავებულ კომპანიებს, ჩაერთონ საკრედიტო - საგარანტიო სქემაში და თანაუზრუნველყოფაში დავუდგებით ბანკებთან, იქნება ეს არსებული სესხების რესტრუქტურირება თუ ახალი სესხების მოზიდვა, ამავდროულად ამ კომპანიებს დავუსუბსიდირებთ 12 თვის განმავლობაში ბანკის პროცენტს, რაც შეარბილებს მათ წინაშე არსებულ პრობლემებს," - განაცხადა ნათია თურნავამ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics