|
2020-11-12 12:47:38, 590 ნახვა
საზოგადოება
ევროკავშირი და FAO ქართველ ფერმერებს მარკეტინგისა და ბიზნესუნარების განვითარებაში ეხმარებიან
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO), ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, ქართველ ფერმერებს ბიზნესის, ფინანსებისა და მარკეტინგის საფუძვლებში უფასო ტრენინგები ჩაუტარა. ახმეტაში, დედოფლისწყაროში, ლაგოდეხსა და თბილისში ჩატარებულ ტრენინგებს 70-მდე ფერმერი დაესწრო, რომლებმაც ბაზრების შესწავლა-შერჩევა, მონაცემთა აღრიცხვა და ბიუჯეტის შედგენა შეისწავლეს. ტრენინგები მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობაში ჩართული პირებს, რომ საკუთარი სასობლო-სამეურნეო აქტივობები წარმატებულ ბიზნეს მოდელად გარდაქმნან. მარკეტინგისა და ბიზნესის საფუძვლების ცოდნა მათ არა მხოლოდ შემოსავლის პოტენციალის ზრდაში დაეხმარება, არამედ იმ უნარების შეძენაშიც, რომლებიც აუცილებელია ბიზნესგეგმის შესადგენად და როგორც საგრანტო, ისე საბანკო საკრედიტო დაფინანსების მოსაპოვებლად. ინტერაქტიული ტრენინგები, რომლებიც COVID-19-თან დაკავშირებული ეროვნული რეგულაციების სრული დაცვით განხორციელდა, მოიცავდა პრეზენტაციებს, ვიზუალურ დემონსტრაციებს, კითხვა-პასუხის სესიებს და პრაქტიკულ სავარჯიშოებს. FAO-ს პროექტების კოორდინატორის, ხავიერ სანს ალვარესის განცხადებით, სასწავლო მოდულები მიზნად ისახავს შემოსავლებისა და მოგების ზრდას ფერმერებისთვის, ასევე, მიწისა და სხვა რესურსების უფრო ეფექტიან გამოყენებას მწარმოებელთა მიერ. „ქართველი ფერმერების მხარდაჭერა ევროკავშირისა და FAO-ს მიერ, მრავალგანზომილებიანია და მოიცავს როგორც კაპიტალური სასოფლო-სამეურნეო ინვესტიციების დაფინანსებას, ისე ინოვაციური მეთოდებისა, თანამედროვე ცოდნისა დანერგვას და პრაქტიკული უნარ-ჩვევების სწავლებას, წარმატებული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის. ძლიერ ფერმერებსა და მწარმოებლებს ფასდაუდებელი წვლილის შეტანა შეუძლიათ ქვეყანაში სურსათის უვნებლობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების საქმები, რაც ასე მნიშვნელოვანია COVID-19-ის პანდემიის პირობებში,“ განაცხადა ხავიერ სანს ალვარესმა. ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება
სეს: 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღვკვეთეთ
2024 წელს სამტრედიაში მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა - გადაკვალიფიცირდა მუხლი
ვეფხია კასრაძე მადლობას უხდის თანამებძოლებს, ვინც დაბადების დღე მიულოცა
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)