01:07 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-11 19:09:57, 670 ნახვა

ეკონომიკა
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.3 პროცენტით გაიზრდება

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.3 პროცენტით გაიზრდება.

მანამდე გამოქვეყნებული პროგნოზით, მოსალოდნელი იყო საქართველოს ეკონომიკის 5%-ით ზრდა.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოში 2021 წელს მოსალოდნელია მშპ-ს 4.3 პროცენტამდე ზრდა.

COVID-19 პანდემიამ დიდი გავლენა მოახდინა საქართველოს ეკონომიკაზე. შოკი, სავარაუდოდ, 2020 წელს მშპ-ს 5 პროცენტის შემცირებას გამოიწვევს.

2020 წლის ბოლოს ინფლაცია 3.5 პროცენტს შეადგენს. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2020 წელს, სავარაუდოდ, გაიზრდება 9.7 პროცენტამდე, 2019 წელს კი 5.4 პროცენტი იყო.

წინასწარი მონაცემებით, შიდა მოთხოვნის სავარაუდო აღდგენა ივნისში დაიწყო. კერძო სექტორის საკრედიტო ზრდა კვლავ ძლიერი დარჩა, რასაც ნაწილობრივ მხარს უჭერს მთავრობის სუბსიდირება ლარით გაცემულ იპოთეკურ სესხებზე”, - აცხადებენ სავალუტო ფონდში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics