|
2020-11-05 14:48:40, 481 ნახვა
საზოგადოება
მაია ცქიტიშვილი - ხშირად პოლიტიკური პროცესი ყოველგვარი წესის გარეშე ხდება ქუჩებში, რაც პირდაპირ აისახება ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდაზე
ხშირ შემთხვევაში ვხედავთ, რომ პოლიტიკური პროცესი ყოველგვარი წესის გარეშე ხდება ქუჩებში, ეს ყველაფერი პირდაპირ აისახება ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდაზე, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, უნდა დავიცვათ ყველა ის წესი, რომელიც არის დადგენილი, რომელიც არის აპრობირებული მთელ მსოფლიოში და რომელიც ძალიან მარტივად შესასრულებელია. „თუ პოლიტიკური პროცესის ყველა მონაწილემ არ გაიაზრა, რომ თავისი პასუხისმგებლობა აქვთ ამ პროცესში და არ დაწყო ყველა წესის შესრულება ეს მოგვიტანს ინფიცირებულთა რაოდენობის სწრაფ და მკვეთრ ზრდას. ჩვენთვის რა თქმა უნდა დღეს აუცილებელია. რომ მოხდეს მთელი ჩვენი საზოგადოების კონსოლიდაცია, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანები - მოქალაქეები, ბიზნესი, ყველა პოლიტიკური აქტორი და ყველა ჩვენთაგანის ამოცანა, რომ ჩვენ დავიცვათ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა დავიცვათ ჩვენი თანამოქალაქეები და რა თქმა უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. ამისთვის ძალიან მარტივია ამისთვის ჩვენ უნდა დავიცვათ ყველა ის წესი, რომელიც არის დადგენილი, რომელიც არის აპრობირებული მთელ მსოფლიოში და რომელიც ძალიან მარტივად შესასრულებელია“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა. მინისტრმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება იმ შეზღუდვებზე და რეკომენდაციებზე, რომელიც უკვე მოქმედებს ქვეყნის მასშტაბით. „მე შეგახსენებთ, რომ დღეისთვის საქართველოსი პირბადის ტარება არის სავალდებულო, როგორც შიდა სივრცეში ასევე, გარე სივრცეში. ასევე, მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა რესტორანი და კვების დაწესებულება მუშაობს 22:00 საათამდე, ასევე შეგახსენებთ, რომ უკვე დიდი ხნის განმავლობაში მოქმედებს შეზღუდვა, რომლის ფარგლებშიც შეზღუდულია 10 კაცზე მეტის ჩართვა ისეთ სოციალურ ღონისძიებებში, როგორიცაა ქორწილი, დაბადების დღე, ქელეხი და ა.შ. ასევე, როგორც მოგეხსენებათ დიდ ქალაქებში 25 ნოემბრამდე ყველა სკოლა არის გადასული დისტანციურ რეჟიმში და რა თქმა უნდა ყველა ეს ღონისძიება არის მიმართული იმისკენ, რომ ჩვენ შევანელოთ ვირუსის გავრცელება“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)