|
2020-11-05 12:09:22, 505 ნახვა
საზოგადოება
ნიადაგის კვლევის ლაბორატორია მსოფლიოს 21 საუკეთესო ლაბორატორიას შორის მოხვდა
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის პროფ. ივანე სარიშვილის სახელობის ნიადაგის კვლევის ლაბორატორია მსოფლიოს 21 საუკეთესო ლაბორატორიას შორის მოხვდა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გრანტი მოიპოვა. ნიადაგის კვლევის ლაბორატორია, 2019 წელს,FAO-ს მიერ ორგანიზებულ,ლაბორატორიებს შორის გამოცდაში ჩაერთო, სადაც მონაწილეობას, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ნიადაგის კვლევის 100 ლაბორატორია იღებდა. მონაწილეებს ნიადაგის 3 ბრმა ნიმუში დაეგზავნათ, რომელზეც, მოთხოვნილი მახასიათებლებისა და მეთოდების მიხედვით, შეზღუდულ დროში განახორციელეს კვლევები. ლაბორატორიებმა თითოეული ნიმუში 3 განმეორებაში შეასრულეს, რადგან,სიზუსტესთან ერთად, ცდომილების შკალაც დადგენილიყო. საქართველოს ნიადაგის კვლევის ლაბორატორია საუკეთესო მაჩვენებლების მქონე 21 ლაბორატორიაში მოხვდა, რის შემდეგაც, FAO-ს საგრანტო კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცა და გაიმარჯვა. წლის ბოლოსთვის, ლაბორატორია 2 სამუშაო-ლაბორატორიული და 2 სასწორისთვის სპეციალური ლაბორატორიული მაგიდა გადაეცემა. გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ხელშეწყობით, ლაბორატორიებს შორის გამოცდა პირველად ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ FAO-მ ნიადაგის კვლევის ლაბორატორიების მსოფლიო ქსელი(GLOSOLAN) 2017 წელს დააარსა, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის პროფ. ივანე სარიშვილის სახელობის ცენტრის ნიადაგის კვლევის ლაბორატორია 2018 წელს შეუერთდა. 2019 წელს შეიქმნა ნიადაგის კვლევის ლაბორატორიების ევროპის და ევრაზიის ქსელი (EURSOLAN), რომლის თავმჯდომარედაც, 2 წლის ვადით, ნიადაგის ლაბორატორიის ხელმძღვანელი გიორგი ღამბაშიძეა არჩეული.
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)