17:01 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-04 14:21:25, 562 ნახვა

საზოგადოება
ევროპის ქუჩაზე ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

კახეთის გზატკეცილის მე-12 კმ-ის გადასახვევთან, ევროპის ქუჩაზე  ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მიმდინარე პროცესს დღეს დედაქალაქის მერის მოადგილე  ირაკლი ბენდელიანი გაეცნო.

„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ განვახორციელეთ კახეთის გზატკეცილისა და  ევროპის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები, თუმცა მაშინ გადაწყვეტილება მივიღეთ ამ მონაკვეთის დატოვებაზე, ვინაიდან ავარიულ მდგომარეობაში იყო და სჭირდებოდა კაპიტალური შეკეთება. სამუშაოები იანვარში დასრულდება. ჩვენ, მართალია, ვამბობთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, მაგრამ იმდენად მძიმე მდგომარეობა იყო, რომ რეალურად, აქ მოეწყობა ახალი ხიდი თავისი  საყრდენებით და გადახურვის კოჭებით. სამუშაოებს  კომპანია „ენ-სი-სი“ აწარმოებს“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

მიმდინარე სამუშაოებს საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძეც გაეცნო.

სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, სავალ ნაწილზე, რომელიც დაახლოებით 1700 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს,  ასფალტობეტონის ახალი საფარი ეწყობა. ასევე, მიმდინარეობს თვალამრიდების, ტროტუარების, სადეფორმაციო ნაკერების მოწყობა და დაზიანებული ნაწილების აღდგენა.

ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ღირებულება 1 328 000 ლარია, 2021 წლის იანვარში დასრულდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics