12:41 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-04 10:59:09, 643 ნახვა

კომენტარი
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, კორონავირუსი რამდენიმე კვირის წინ უსიმპტომოდ გადაიტანა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ კორონავირუსი რამდენიმე კვირის წინ, უსიმპტომოდ გადაიტანა.

როგორც მან „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, 8 ნოემბერს დაგეგმილ აქციაზე მთავარია მოქალაქეების კონსოლიდაცია, მათ არაფრის უნდა შეეშინდეთ.

„საქართველოს საზოგადოებამ გამოიღვიძა. საზოგადოებას აქვს ძალიან დიდი სიამაყისა და კონსოლიდაციის განცდა. ძალიან ვამაყობ, რომ მთელი ოპოზიციური სპექტრი გაერთიანდა. თითოეული ეს ადამიანი იმსახურებს განსაკუთრებულ მადლიერებას და პატივისცემას. ახლა მთავარია საზოგადოების ფართო კონსოლიდაცია. არაფრის არ უნდა შეგვეშინდეს, დაავადებებია, რაღაცებია, მაგრამ მე თვითონ გადავიტანე ეს ვირუსი რამდენიმე კვირის წინ, მსუბუქ გრიპზე უფრო მსუბუქად გადავიტანე. ამას ბევრი ადამიანი ამბობს. რა თქმა უნდა, ფრთხილად უნდა ვიყოთ. ვიყავი ინფიცირებული და თითქმის არც გამიგია, უბრალოდ მერე ამომიგდო ანტისხეულებზე. არ უნდა გვეშინოდეს, ფრთხილად უნდა ვიყოთ, ნიღაბი უნდა ვატაროთ, ხელები უნდა დავიბანოთ. ჩემ გარშემო უამრავმა ადამიანმა გადაიტანა და თითქმის არავის არანაირი გართულება არ ჰქონია. მაგრამ ქვეყნის დაკარგვა კი მართლა მომაკვდინებელია და თითოეული ჩვენგანის არსებობის დასრულება შეიძლება იყოს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics