21:13 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-23 13:17:40, 646 ნახვა

ეკონომიკა
კახეთში ამ დროისთვის 42 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციიით, ამ დროისთვის კახეთის რეგიონში 42 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. 

მათ შორის, 17 ათას ტონამდე რქაწითელი, 19 ათას ტონამდე საფერავი, 1,5 ათას ტონამდე კახური მწვანე და 6 ათას ტონამდე სხვა ჯიშის ყურძენი.

სააგენტოს ცნობით, კახეთის რეგიონში ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 25 მლნ ლარს მიაღწია.

„განვლილი 24 საათის განმავლობაში  6 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა, რაც მიმდინარე რთველის სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

რთველი კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.

ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენია გადამუშავებულია შემდეგ მუნიციპალიტეტებში: გურჯაანი - 14 ათას ტონამდე, ყვარელი - 8,6 ათას ტონამდე და თელავი - 6,8 ათას ტონამდე.

კახეთში ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია ღვინის მწარმოებელი 70 კომპანია, მათ შორის,  სახელმწიფოს მიერ დაქირავებული 15 ღვინის საწარმო“, - ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, მუშაობს ცხელი ხაზი 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტ საიტი www.rtveli2015.gov.ge.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics