|
2020-11-02 15:11:59, 558 ნახვა
პოლიტიკა
ანა დოლიძე ცესკო-ს სრული შემადგენლობით გადადგომას მოითხოვს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს
გადადგეს ცესკო-ს სრული შემადგენლობა, თუმცა მანამდე სასწრაფოდ გამოვიდეს თამარ ჟვანია და გააკეთოს განმარტება მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, - ამის შესახებ დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ანა დოლიძის მიერ გავრცელებულ მიმართვაშია აღნიშნული. დოლიძე საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს უფლებამოსილების ფარგლებში, ჩაერთონ საქართველოში და კერძოდ, დიდუბე-ჩუღურეთში ჩატარებული არჩევნების შედეგების დაკვირვების და შეფასების პროცესში. „საარჩევნო კამპანიის დაწყების დღიდან ჩემი კამპანიის მიმართ არაერთი დანაშაულებრივი ფაქტი დაფიქსირდა - დაშინება, ძალადობა, შანტაჟი, უკანონო თვალთვალი, რაზეც თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში მოკვლევა დაწყებულია ორ ფაქტზე, თუმცა არც ერთს შედეგი არ მოჰყოლია. არჩევნების დღეს, 31 ოქტომბერს, დილის 8 საათიდან მედიიის და სოციალური ქსელების მეშვეობით ვაცხადებდი, რომ დიდუბე-ჩუღურეთში მასიური გაყალბება ხდებოდა, ამის გვირგვინია ცესკოს მიერ ხმების დათვლის და გამოქვეყნების პროცედურა, რომელიც თავიდან ბოლომდე არის სისხლის სამართლის დანაშაული. ჩემი შტაბი შეუჩერებლად მუშაობს და ამოწმებს ყველა ოქმს და ხმას. დიდუბე-ჩუღურეთში, ისე როგორც მთელს საქართველოში, უპრეცენდენტო გაყალბებას და დანაშაულს ჰქონდა ადგილი. შესწავლილი ოქმების 70%-ში თეთრი ძაფით არის შეკერილი ყველა დარღვევა, მათ შორის შეუსაბამობაა ოქმებში ამომრჩეველთა რაოდენობასთან დაკავშირებით. არის „კარუსელის“ ნიშნები, გადაკეთებული რიცხვები, გაურკვევლად გაჩენილი საეჭვო ათასობით ხმა. ეს ყველაფერი უკავშირდება ოქმების გამოქვეყნების 24-საათიან დაგვიანებას. ამიტომ მოვითხოვ, 1. დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება თანამდებობის ბოროტად გამოყენების მუხლით და დადგინდეს ვის ინტერესშია ყოველივე ეს; 2. გადადგეს ცესკო-ს სრული შემადგენლობა, თუმცა მანამდე სასწრაფოდ გამოვიდეს თამარ ჟვანია და გააკეთოს განმარტება მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით; 3. 2 ნოემბერს, ცესკო-ში ვასაჩივრებთ შედეგების ლეგიტიმურობას და მოვითხოვთ, მოხდეს ყველა ბიულეტენის და ხმის გადათვლა საერთაშორისო დამკვირვებლების და მედიის თანდასწრებით; 4. დაინიშნოს მთელს საქართველოში ხელახალი არჩევნები; 5. ვთხოვთ, საქართველოში მოქმედ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას პირადად შეხვედრას, რომ უფრო დეტალურად გავაცნოთ გამოვლენილი დარღვევები. დიდუბე-ჩუღურეთი ერთი მაგალითია მთელი საქართველოში, ამიტომ თქვენი უფლებამოსილების ფარგლებში, გთხოვთ, ჩაერთოთ საქართველოში და კერძოდ, დიდუბე-ჩუღურეთში ჩატარებული არჩევნების შედეგების დაკვირვების და შეფასების პროცესში და გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტი ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების დასამკვიდრებლად“, - აღნიშნულია მიმართვაში.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)