|
2020-11-01 15:53:21, 701 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციებზე - მათი მიზანია, ჩრდილი მიაყენონ საქართველოს დემოკრატიულ არჩევნებს
მათი მიზანია ჩრდილი მიაყენონ საქართველოს დემოკრატიულ არჩევნებს და გამოუცხადონ მას წინასწარ უნდობლობა, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციის მხრიდან დაანონსებულ აქციებს. მისი თქმით, დაანონსებული შეკრებით ოპოზიცია უნდობლობას უცხადებს ქართველი საზოგადოების გადაწყვეტილებას. „რაც შეეხება ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილის მიერ დაანონსებულ აქციებს, ჩვენ წინასწარ ვამბობდით, რომ მათი მიზანი არ არის ამ არჩევნებში პოზიტიურად და კონსტრუქციულად მონაწილეობა, არამედ მათი მიზანია ჩრდილი მიაყენონ საქართველოს დემოკრატიულ არჩევნებს და გამოუცხადონ მას წინასწარ უნდობლობა. მათ წინასწარაც ჰქონდათ აქტივობები, რომლითაც ცდილობდნენ არჩევნების დისკრედიტაციას და ახლაც, ამ შეკრების დაანონსება არის უნდობლობა. ოღონდაც, ეს არის უნდობლობა საკუთარი საზოგადოების და მოქალაქეების მიმართ, ვინც გააკეთა დემოკრატიული არჩევანი“, - განაცხადა თალაკვაძემ.
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
სუს: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში ტოვებდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)