|
2020-11-01 05:14:38, 2487 ნახვა
სააკაშვილი - ხვალ დილიდან ვაცხადებთ მასობრივ მობილიზაციას
„ხვალ დილიდან ვაცხადებთ მასობრივ მობილიზაციას“ , - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. მან ასევე ოპოზიციურ პარტიებს მიმართა, რომ აღარ არის კონკურენციის დრო და უნდა გაერთიანდნენ. „მინდა მოვუწოდო ყველა ჩვენს აქტივისტს, უბნებზე ყველა ჩვენს წარმომადგენელს, ბოლომდე იდექით მაგრად, ხვალ დილიდან ვაცხადებთ მასობრივ მობილიზაციას, არ მივცემთ ივანიშვილს საშუალებას მოიპაროს ქართველი ხალხის არჩევანი, ის იპარავს საქართველოს და თითოეული თქვენგანის ბედს. ჩვეულებრივად მიდის მოპარვა არჩევნების ამ წუთებში და ამ საათებში, როდესაც მე ვლაპარაკობ. მინდა მოვუწოდო ყველა სხვა ოპოზიციურ ძალას - მეგობრებო, მესმის, რომ ყველა არ არის კმაყოფილი თავისი საარჩევნო შედეგებით, ახლა აღარ არის კონკურენციის დრო და ახლა აღარ არის დროს გვერდზე დგომის და გვერდიდან სეირის ყურების, თითოეული თქვენგანის ხმა არის დასაცავი. ან ახლა ყველანი ჩვენ ვდგებით ერთად, ყველანი ერთად ვაყალიბებთ ეროვნული ერთიანობის მთავრობას, ყველანი ერთად ვწევთ გვერდზე ივანიშვილს და ამ ბანდას, რომელიც ახლა სრულიად თავხედურად ხელთათმანები მოიხსნა და აყალბებს არჩევნებს, ან ჩვენ ვკარგავთ ქვეყანას და ან ჩვენ ვწყვეტთ არსებობას. ეს არის ორჯერ ორი ოთხი“ , - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)