|
2020-10-31 23:11:56, 2047 ნახვა
მიხეილ სააკაშვილი - ჩვენ გვაქვს ბევრად უკეთესი შედეგი ვიდრე ეს ipsos-მა აჩვენა
„ჩვენ გვაქვს ბევრად უკეთესი შედეგი ვიდრე ეს ipsos-მა აჩვენა“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისივე თქმით, მთავარია ქართველი ხალხი იყოს მოწოდების სიმაღლეზე და არანაირი კომპრომისი არ დაუშვან. „მინდა მივმართო, "ნაციონალური მოძრაობის" - ერთიანი ოპოზიციის და ასევე აბსოლუტურად ყველა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს საარჩევნო კომისიებში, ახლა მთავარი პროცესია, ჩვენ გვაქვს ბევრად უკეთესი შედეგი, კიდევ ვიდრე ipsos-მა აჩვენა. თელავში, რუსთავში ასეა და დარწმუნებული, ვარ დანარჩენ ადგილებშიც ასევე იქნება. ახლა მთავარია თითოეული თქვენგანი ბოლომდე იყოს მოწოდების სიმაღლზე, არანაირი კომპრომისი არ დაუშვათ! იმიტომ, რომ ეს არის დღევანდელი დიდი გამარჯვების დღე და ივანიშვილის საქართველოს ხელისუფლებიდან, ამ გაუგებრობის ჩამოშორების დღე და ახლა უკვე ყველაფერი არის თქვენი გასაკეთებელი ბოლომდე. ძალიან დიდი იმედი მაქვს თქვენი, თითოეული თქვენგანის ვალში იქნება მთლიანად საქართველო თუ თქვენ ახლა კარგად იმუშავეთ. წარმატებები!“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)