|
2015-09-22 15:43:56, 405 ნახვა
პოლიტიკა
იან კელი: აშშ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებას 100 %-ით უჭერს მხარს
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ამერიკის შეერთებული შტატების სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იან კელის შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოფიციალური ხასიათის გაცნობით ვიზიტს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი მეთიუ დიმიკი დაესწრნენ. საუბრის ძირითადი თემა საქართველო-აშშ-ის სამხედრო სფეროში თანამშრომლობა იყო. მხარეებმა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე და სამომავლო ურთიერთობებზე ისაუბრეს. თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის განცხადებით, აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული თანამშრომლობის ყველა პროგრამა გაგრძელდება. „მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი უკვე ჩამოვიდა საქართველში და დაიწყებს მუშაობას. დარწმუნებული ვარ, რომ მისი საქმიანობა წინამორბედების მსგავსად პროდუქტიული იქნება, ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, თავდაცვისუნარიანობის ზრდისთვის და, მეორე მხრივ, დემოკრატიის და სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის თვალსაზრისით. გაგრძელდება ყველა პროგრამა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ჰქონდა. ეს სტრატეგიული პარტნიორობა ერთ-ერთი ყველაზე უფრო ღირებულია და საერთაშორისო ასპარეზზე გვაერთიანებს. ბუნებრივია, ბევრ სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში ჩვენი იმედები დიდწილად, სწორედ, ამერიკელების მხარდაჭერას უკავშირდება “, - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის იან კელის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებას სრულად უჭერს მხარს. „საქართველოს თავდაცვის მინისტრს მეორედ შევხვდი. თინათინ ხიდაშელი ვაშინგტონში საქართველოს ელჩთან ბატონ გეგეშიძესთან სადილზე გავიცანი, სადაც საქართველოს წინაშე არსებულ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე ვისაუბრეთ. შევეხეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში მისწრაფების თემებს. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებას 100 %-ით უჭერს მხარს. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ უფრო პრაქტიკულ ჭრილში ვისაუბრეთ - რა გავაკეთეთ ერთობლივად, რისი გაუმჯობესება შეიძლება და კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია. ასე რომ, მინისტრთან ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა და ვიმედოვნებ, მომავალში კიდევ ბევრი ნაყოფიერი შეხვედრა გვექნება“, - აღნიშნა საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)