19:33 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-28 22:02:39, 463 ნახვა

საზოგადოება
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

დღეს, 28 ოქტომბერს, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში მორიგი სიცრუე გავრცელდა – სიუჟეტში ნათქვამი იყო, რომ „ტვ პირველს“ დაუკავშირდა მოქალაქე თორნიკე გოგუაძე, რომლის თქმითაც, თითქოსდა მის მისამართზე დაახლოებით 70 ადამიანი იყო ჩაწერილი. ინტერვიუში გოგუაძემ ასევე აღნიშნა, რომ საარჩევნო სიაში მისი 20 წლის წინ გარდაცვლილი ბაბუის მონაცემებია შეტანილი.

სააგენტომ გადაამოწმა ინფორმაცია და დადგინდა, რომ სიუჟეტში ნახსენები 70 პირიდან არცერთი არ არის რეგისტირებული თორნიკე  გოგუაძის საკუთრებაში არსებულ საცხოვრისში, ყველა მათგანი რეგისტრირებულია  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლეთში.

რაც შეეხება საარჩევნო სიაში თორნიკე გოგუაძის ბაბუის – გივი გოგუაძის (დაბადებული 23.01.1948) მონაცემების შეტანას, რომელიც რესპონდენტის თქმით, 20 წლის წინ გარდაიცვალა, სააგენტოს მონაცემთა ბაზების თანახმად, თორნიკე გოგუაძის ბაბუა – გივი გოგუაძე, დაბადებული 23.01.1948 წელს, 2008 წლიდან ლატვიის საკონსულოში დგას აღრიცხვაზე და აღნიშნული პირის  გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია სააგენტოში დღემდე არ შემოსულა. პირის გარდაცვალების ფაქტის ასახვა სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ხდება შესაბამისი უწყებების ან ოჯახის წევრების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, რასაც გივი გოგუაძის შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

რაც შეეხება თორნიკე გოგუაძის მეორე ბაბუას – პანტელეიმონ გოგოლაძეს, იგი გარდაიცვალა 1998 წელს და სააგენტოს მონაცემთა ბაზაში მის სახელზე არც ერთი აქტიური პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი  არ ირიცხება,  შესაბამისად მისი მონაცემები არც  საარჩევნო სიაში ფიქსირდება.

სერვისების განვითარების სააგენტო მოუწოდებს ყველას, რომ თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics