00:12 - 06 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-27 14:45:54, 585 ნახვა

პოლიტიკა
რომან გოცირიძე - ლარი, ფასები, ვირუსი, ტერორისტი გაექცათ, ქვეყანა კი, ჩამოექცათ

ლარი, ფასები, ვირუსი, ტერორისტი გაექცათ, ქვეყანა კი, ჩამოექცათ, - ამის შესახებ ენმ-ს წევრმა, რომან გოცირიძემ პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითიც ზუგდიდში მიმდინარე სპეცოპერაციას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, რომ არ არა თავისუფალი მედია, დღემდე არ იქნებოდა ცნობილი, თუ ვინ იყო ტერორისტი და მძარცველი.

„ყველა ამ ქმედებაში არაპროფესიონალიზმი ჩანდა. ძალოვანების მიერ გადადგმული ნაბიჯები საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება. იმის ნაცვლად, რომ ქვეყანას გვცოდნოდა, ვინ არის დამნაშავე და კინოებში მაინც გვინახავს, რომ დამნაშავის სურათებს კედლებზე აკრავენ, აბსურდული პოლიტიკური მოტივით მართულია პროცესები. რომ არა თავისუფალი მედია, დღემდე არ გვეცოდინებოდა, ვინ არის ტერორისტი და მძარცველი, რომლის მხილებაში საზოგადოებას და გამჭვირვალობას გაცილებით მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე ამ უსახური სპეცსამსახურების არაეფექტიან ქმედებას. ფაქტია, რომ ლარი, ფასები ვირუსი, ტერორისტი გაექცათ, ქვეყანა კი, ჩამოექცათ“, – განაცხადა გოცირიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
სუს: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში ტოვებდნენ
სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics