19:35 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-22 11:58:17, 551 ნახვა

საზოგადოება
გორგასლის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსზე გადახურვის პრობლემა მოგვარდა

გორგასლის ქუჩის მეათე საცხოვრებელი კორპუსის მობინადრეებს წლების მანძილზე დაზიანებული სახურავის პრობლემა აწუხებდათ.

ფოთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით,  კორპუსის მცხოვრებლებმა ფოთის მუნიციპალიტეტს თხოვნით მიმართეს დახმარებისათვის.

ქალაქის ხელმძღვანელობის დავალებით, მუნიციპალიტეტის მშენებლობისა და არქიტექტურის სამსახურმა შეისწავლა აღნიშნული საცხოვრებლის სახურავის მდგომარეობა. გადახურვის დაზიანებული ადგილის სარეაბილიტაციოდ, გამოინახა შესაბამისი რესურსი. სახურავის დაზიანებულ ადგილზე ამორტიზებული, ძველი გადასახური მასალა ახალი, რელიეფური ფურცლით შეიცვალა და მობინადრეთა პრობლემაც მოგვარდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics