|
2020-10-26 15:21:02, 636 ნახვა
პოლიტიკა
გრიგოლ ვაშაძე - აფრენილ ჩიტს რომ მოარტყავ ტყვიას, ისე გაჩერდა კახეთში ყველაფერი 2012 წელს
თქვენებურად შემოჰკარით და გადავაგდოთ 21-ე საუკუნეში დაწესებული ბატონყმობა, - ასე მიმართა პარტია ენმ-ს თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ კახეთში, ყვარლის მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენისას მოსახლეობას. როგორც ვაშაძემ აღიშნა, თუკი რაიმე გაკეთდა კახეთში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკშვილის გუნდის მიერაა გაკეთებული, 2012 წელს კი ყველაფერი გაჩერდა. „ყვარელში რომ შემოდიხარ, იუსტიციის სახლს სანამ გაივლი, კიდევ ერთხელ ხედავ, რომ თუ რამე გაკეთდა ყვარელში, კახეთში, თელავში, სიღნაღში, ყველაფერი გაკეთებულია საქართველოს მესამე პრეზიდენტის გუნდის მიერ. როდესაც მიშამ არა მარტო უცხოელი ტურისტები, მარტო საქართველოს მოქალაქეებიც დაისვენებენ კახეთშიო, მაშინდელი ოპოზიციის ქილიკი გახსოვთ, ზუსტად იმ დროიდან დაიწყო კახეთში ყურძნის წარმოების ღვინის წარმოებად გადაქცევა, ქვევრის გაცოცხლება, ხელოვნებამდე ღვინის წარმოების აყვანა, შატოების გახსნა და სამწუხაროდ, აფრენილ ჩიტს რომ მოარტყავ ტყვიას, ისე გაჩერდა ეს ყველაფერი 2012 წელს. თქვენზე ახლა ყველაფერი, ქიზიყში ბატონყმობა არ ყოფილა და 21-ე საუკუნეში დაგვიწესეს ბატონყმობა, თქვენებურად, კახურად, შემოჰკარით და გადავაგდოთ ეს ბატონყმობა, რომ ჩვენს შვილებს მომავალი დავუბრუნოთ“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
სუს: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში ტოვებდნენ
სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა
"საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე" - შსს უნგრელი ჟურნალისტის დაკავებაზე
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)