|
2020-10-21 12:11:12, 501 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ მოქალაქეებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადეების ტარებისკენ და პანდემიის გავრცელების პრევენციისთვის რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდა
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მოქალაქეებს პირბადეების ტარებისკენ და სპეციალისტების რეკომენდაციების სრული დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ საზოგადოებრივ ტრანსპორტში პანდემიის დროს დადგენილი რეკომენდაციების დარღვევის შემთხვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა მსგავს შემთხვევას შესაბამისი სამსახურების მხრიდან მკაცრი რეაგირება მოჰყვება. „კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო იმ ადამიანებს, ვინც ყოველდღიურად იყენებს საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რომ პირბადე ყველაზე მეტად დამცავი საშუალებაა, იმისთვის, რომ არ დავინფიცირდეთ და არ დავაინფიციროთ სხვა ადამიანები. ჩემი თხოვნაა, რომ პირბადის გარეშე არ დავუშვათ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრის გადაადგილება. ვუწევთ კონტროლს, მაგრამ არსებობს მონაცემები მთელი დღეების განმავლობაში, თუ რა ვითარებაა, როგორც მიკროავტობუსებში, ასევე ავტობუსებში. მიკროავტობუსებს რაც შეეხება, პირბადის გარეშე მართავდა 24 მძღოლი. ამას შესაბამისი სამსახურების მხრიდან მკაცრი რეაგირება მოჰყვება. 24-ვე მძღოლის მიმართ მიღებულია შესაბამისი სანქციები. ეს კატეგორიულად მიუღებელია. მათ უნდა იცოდნენ, თუ რამხელა პასუხისმგებლობა აქვთ - ყოველდღიურად უამრავ ადამიანს ემსახურებიან. მონიტორინგი გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე ინფორმაციით, მიკროავტობუსებში ასევე, 224 მოქალაქეს ჰქონდა მცდელობა, პირბადის გარეშე ემგზავრათ, რომელსაც შესაბამისი რეაგირება უკვე მოჰყვა. „იყო შემთხვევები, როდესაც პირბადე ბოლომდე არ ჰქონდათ გაკეთებული. მნიშვნელოვანია, პირბადე გავიკეთოთ ისე, როგორც ამას დარგის სპეციალისტები გვეუბნებიან. იყო დარღვევების შემთხვევები ავტობუსებშიც. 2 088 მგზავრი ეცადა ავტობუსში პირბადის გარეშე ასვლას, რასაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვა. დაახლოებით, 1 500-მდე მგზავრს მიეცა გაფრთხილება პირბადის არასწორ გამოყენებასთან დაკავშირებით. 116-ჯერ არ დაიძრა ავტობუსი იმის გამო, რომ მგზავრი პირბადეს არ იკეთებდა. მინდა, ყველა იმ ადამიანს მადლობა გადავუხადო, ვინც ჩვენს თანამშრომლებს ეხმარება და წესებს იცავს. მგზავრების დიდი ნაწილი ძალიან კრიტიკული იყო იმათ მიმართ, ვინც პირბადეს არ იკეთებდა. ასევე, იყო 21 შემთხვევა პატრულის გამოძახების. ჩვენ ყველა მიმართულებით გავაგრძელებთ მონიტორინგს და შევეცდებით, ერთმანეთის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება დავიცვათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)