21:07 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-21 11:37:55, 486 ნახვა

საზოგადოება
საზოგადოებრივ ტრანსპორტს ახალი ავტობუსები და მიკროავტობუსები ემატება

თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტს ახალი ავტობუსები და მიკროავტობუსები ემატება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, შედგება ახალი მარშრუტები, რომელზეც საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს.

„სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, ქალაქში მოქალაქეების გადაადგილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის გასამარტივებლად, ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, რომელიც ახალი ავტობუსების შემოყვანით, თუ ახალი მიკროავტობუსების შეძენითაა განპირობებულია. ასევე, ახალ მარშრუტებს ვადგენთ, რადგან არსებობს მიკროავტობუსებისა და ავტობუსების მეტროსთან დუბლირების შემთხვევები. ეს ყველაფერი დარეგულირდება, მოწესრიგდება და მოსახლეობას წარვუდგენთ პრეზენტაციას, თუ როგორი იქნება ახალი მარშრუტები, რა ნომრები შემოდის, თითოეული მათგანი რა მიმართულებით იმოძრავებს. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მოქალაქეებს მეტი კომფორტი შევუქმნათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, ახალი მარშრუტების პრეზენტაცია პარასკევს, 23 ოქტომბერს გაიმართება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics