|
2020-10-19 15:48:37, 691 ნახვა
პოლიტიკა
რომან გოცირიძე - ნეტავ, მთავრობა იყოს თვითიზოლაციაში, შედეგები უკეთესი იქნება
ნეტა არ გვყავდეს მთავრობა და იყოს თვითიზოლაციაში, შედეგები იქნება უკეთესი, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა. მისი თქმით, მთავრობის გარეშე ხალხი ეპიდემიის პირობებში უკეთესად მოახდენს თვითორგანიზებას. „არავის მთავრობაში ამ ვირუსს არ ვუსურვებ, მაგრამ ნებაყოფლობით, ჯანმრთელები თუ წავლენ დროებით და იქნებიან იზოლირებულნი, უკეთესია ქვეყნისთვის, რადგან მათი ნაბიჯები უარესია, ვიდრე სიკეთის მომტანი. რომ არ გვყავდეს მთავრობა ხალხი უკეთესად მოახდენს თვითორგანიზებას, ვიდრე გვყავს მთავრობა, რომელმაც 5 მილიარდი დახარჯა, 5 თვე გაანიავა და საშინელ მდგომარეობაში ჩააგდო ქვეყანა ვირუსის გავრცელების კუთხით. როგორ არის იცით? ფეხბურთელს რომ შემოუშვებ მოედანზე, ორ პენალტს რომ აიკიდებს და მერე თავში ხელს რომ ირტყამენ, ნეტა, არ შემოსულიყო და მჯდარიყო იქ, ათი კაცით ჩამთავრებულიყო თამაში უკეთესი იქნებოდაო. ნეტა არ გვყავდეს მთავრობა და იყოს თვითიზოლაციაში, შედეგები იქნება უკეთესი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
BOG-ის მობილბანკის მორიგი განახლება - ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
რუსთაველზე ამობრუნებულ თვითმცლელში ბავშვი იმყოფებოდა - მიმდინარეობს მოკვლევა
სტრასბურგის სასამართლომ მზია ამაღლობელის საქმეზე მე-4 საჩივარი დაარეგისტრირა - საია
კობახიძე რუსოფობიაზე: ტურიზმთან დაკავშირებით ჰქონდათ ჰომოფობიური კამპანიის ტალღები
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)