|
2020-10-19 14:48:55, 533 ნახვა
საზოგადოება
ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე, თბილისის ცენტრალური პარკის მოწყობის სამუშაოები დაიწყო
ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალური პარკის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. პარკი 36 ჰექტარზე განთავსდება და მისი მოწყობისთვის სახსრებს ფონდი „ქართუ“ გაიღებს. მიმდინარე პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანთან ერთად გაეცნო. კახა კალაძის თქმით, ორ წელიწადში ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალური პარკი იქნება გაშენებული. „აქ მოეწყობა ცენტრალური პარკი, რომელიც არის ფონდ „ქართუს“ საჩუქარი ქალაქისთვის. ძალიან მიხარია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. კიდევ ერთი, ძალიან დიდი რეკრეაციული სივრცე გაჩნდება ქალაქში, სადაც ყველა თაობის ადამიანი დაისვენებს. სამუშაოები ეტაპობრივად ხორციელდება. ტერიტორია მთლიანად არ ჩაიკეტება, რადგან დღესაც ბევრი ადამიანი სარგებლობს. პროექტი რამდენიმე ათეული მილიონი ჯდება. სამუშაოები დაიწყო და ვულოცავ თბილისს. დღეიდან 2 წელი დაჭირდება ამ პროექტის დასრულებას“, - განაცხადა კახა კალაძემ. ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი და საბურთალოს გამგებელი გაიოზ ვასაძე. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე მოეწყობა მულტიფუნქციური სივრცე, სადაც გათვალისწინებულია ბოტანიკური ბაღი, იაპონური ბაღი, ფრანგული ბაღი, ამფითეატრი, შადრევანი, სკეიტ პარკი, სასაზღვრო სატყეო ზონა, შიდა სატყეო სექტორი, საგანმანათლებლო ცენტრი, მდელო, ზიპლაინი, სპორტის ზონა და კვების ზონა. ასევე, მოეწყობა ცხოველების სასეირნო სივრცე, პანორამული პლატფორმა, გუბურა, თოკების პარკი, საფეხმავლო ხიდი, სამთო ველოსიპედების ბილიკები, სტრიტბოლის სივრცე, არეალები ლაშქრობისა და კლდეზე ცოცვისთვის, ხოლო პარკის გარშემო იფუნქციონირებს სამი ავტოსადგომი. ყოფილი იპოდრომის ტერიტორია საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ თბილისის მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადასცა. ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებას ხელი 5 ოქტომბერს მოეწერა.
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)