21:23 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-16 16:40:54, 464 ნახვა

პოლიტიკა
ბაქრაძე - დავით-გარეჯის საქმეს ხელისუფლება სკამების შესანარჩუნებლად იყენებს
თუ ვინმე იყენებს დავით გარეჯის თემას პოლიტიკური მანიპულაციისთვის, ეს არის ,,ქართული ოცნება", - ასე ეხმაურება ,,ევროპული საქართველოს" ლიდერი, დავით ბაქრაძე, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას. მისი თქმით, ,,ოცნება" ამ თემით ცდილობს გადაფაროს ის ეკონომიკური და სოციალური კრიზისი, რაც ქვეყანაშია. „თუ ვინმე იყენებს დავით გარეჯის თემას პოლიტიკური მანიპულაციისთვის, ეს არის ,,ქართული ოცნება" და მთელი ეს საქმე, რომელიც არჩევნებამდე 1 თვით ადრე გაახსენდათ, ეს არის კლასიკური მაგალითი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ეროვნული პრობლემის გამოყენებისა თანამდებობების და სკამების შესანარჩუნებლად. ,,ქართული ოცნება", რომელმაც თურმე 2014 წლის შემდეგ იცოდა დარღვევებზე, დღეს 2020 წლის არჩევნებამდე 1 თვით ადრე ამ თემის წინ წამოწევით ცდილობს ჩვენ მოსახლეობაში გამოიწვიოს სრულიად ლეგიტიმური უკმაყოფილების და პროტესტის განცდა, რადგან დავით გარეჯი თითოეული ქართველისთვის არის სრულიად გამორჩეული კულტურული და ეროვნული იდენტობის ნაწილი და ამ თემას ჩვენთვის ყველასთვის ემოციურად, პოლიტიკურად, ადამიანურად მნიშვნელოვან თემას იყენებენ იმისთვის, რომ ამითი გადაფარონ ქვეყანაში არსებული პრობლემები, ეკონომიკური გაჭირვება, უკუსვლა და შიმშილი და კიდევ ერთხელ მიიღონ ერთი ვადით საკუთარი სავარძლები და გააგრძელონ ფულის კეთება და ქვეყნის ჭამა. ეს არის ამორალობა და საკითხის პოლიტიკური მიზნით გამოყენება", - აცხადებს ბაქრაძე.



ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა
"საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე" - შსს უნგრელი ჟურნალისტის დაკავებაზე
მოქალაქეები ისევ დენის გათიშვის შესახებ იუწყებიან
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics