|
2020-10-16 16:03:58, 641 ნახვა
პოლიტიკა
„ევროპულმა საქართველომ“ 17 ოქტომბერს დაანონსებული მრავალათასიანი მარში გააუქმა
"ევროპული საქართველოს" ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, ქვეყანაში შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე, 17 ოქტომბერს დაანონსებული მრავალათასიანი მარში გააუქმეს. „როგორც თქვენთვის ცნობილია, ევროპულ საქართველოს ხვალ დაგეგმილი ჰქონდა მრავალათასიანი აქცია თბილისში, რომელიც უნდა დასრულებულიყო პროტესტის მარშით და მარში დასრულდებოდა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი პოლიტიკური პარტია, ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ეს აქცია აღარ შედგეს და ამით შევიტანოთ ჩვენი წვლილი ჩვენი მოსახლეობის დაცვაში კორონავირუსისგან. ჩვენი საარჩევნო კამპანია გაგრძელდება ჩვეულებრივ რეჟიმში, ჩვენ გვექნება შეხვედრებიც, აქციებიც, მაგრამ ეს ერთი კონკრეტული აქცია, იყო სრულიად განსხვავებული ფორმის და ფორმატის, რადგან ამ ერთ აქციაზე მოხდებოდა სხვადასვხა რაიონებიდან ათასობით ადამიანის თავშეყრა, რაც გაზრდიდა რისკს და მოხდებოდა მსვლელობა, რომლის დროსაც რთულია დისტანციის გაკონტროლება.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)