20:27 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-15 23:59:46, 607 ნახვა

პოლიტიკა
ვაშაძე - სასამართლო იმართება ივანიშვლის კლანის მიერ, რომელიც „ქართული ოცნების“ კორუფციულ საქმეებს მალავს

„ქართული სასამართლო იმართება ბიძინა ივანიშვლის კლანის მიერ, რომელიც „ქართული ოცნების“ კორუფციულ საქმეებს მალავს“ , - ამის შესახებ „სტარტეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ დებატების დროს განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ დღეს სასამართლოს საქართველოში მინიმალური ნდობა გააჩნია.

„ქართული ოცნების“ გუნდის წევრისგან მოვისმინეთ, რომ თურმე მაგარი სასამართლო რეფორმა გაუტარებიათ, სასამართლოზე ნდობა მინიმუმზეა, დღეს ყველამ იცის, რომ კლანი მართავს ამ სრტუქტურას.

ამიტომაა, რომ საქართველოში ინვესტიცია არ შემოდის, ამიტომ არის, რომ მოქალაქეები ვერ ცნობენ თავს დაცულად, იმიტომ, რომ რა გადაწყვეტილებაც უნდათ იმას იღებენ.

ეს კლანი ემსახურება ივანიშვლის, რომელიც ცდილობს დაფაროს ის კორუფციული სქემები, რომელიც ამ ადამიანებს აქვთ.

ბატონ მდინარაძეს ეს არ აწუხებს, არ ადარდებს, ეს ერთ-ერთი მათგანი იყო, რომელმაც მხარი დაუჭირა იმ მოსამართლებს, რომლების წინააღმდეგაც საოცარი კომპრომატები იყო.

თქვენ არ გახსოვთ, ალბათ, რომ ამერიკა სანქციებიც დაადო საქართველოს და სასამართლო მოიხსენია ერთ-ერთ სუსტ რგოლად.

თავისუფალი სასამართლო იქნება გარანტი ქართველო მოსახლეობის, ბიზნესისა და კომერციული საქმიანობის“ , - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
"საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე" - შსს უნგრელი ჟურნალისტის დაკავებაზე
მოქალაქეები ისევ დენის გათიშვის შესახებ იუწყებიან
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics