20:27 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-15 13:45:02, 633 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი - არჩევნების გადადებაზე ფიქრის არანაირი საფუძველი არ არსებობს, ეს ოფიციალური პოზიციაა

 არჩევნების გადადებაზე ფიქრის არანაირი საფუძველი არ არსებობს, ეს არის ოფიციალური პოზიცია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, არავის ეგონოს, რომ მიუხედავად დაწესებული შეზღუდვებისა, კოვიდ19-ით ინფიცირების ზრდა შეჩერდება.

„დღეის მდგომარეობით არანაირი საფუძველი არჩევნების გადადებაზე ფიქრის, არ არსებობს, ეს არის ოფიციალური პოზიცია, ჩვენ ამ პროცესს ვმართავთ, მიუხედავად იმისა, რომ რაოდენობა იზრდება და არავის ეგონოს, რომ რაოდენობის ზრდა შეჩერდა, ჩვენ რაც ვთქვით, რესტორნების მუშაობის ვადის შეზღუდვითაც, ინფიცირებულების რაოდენობის ზრდა არ შეჩერდება, უბრალოდ ჩვენ ეს მოგვეხმარება სისწრაფის კონტროლში, ისევე როგორც ყველაზე ქმედითი ინსტრუმეტნი არის პირბადე და დისტანციის დაცვა. ამიტომ რაც უფრო მეტი პირბადე იქნება ქალაქში, რაც უფრო მეტი პირბადიანი ადამიანი იქნება ქვეყანაში, მით უფრო ნაკლები იქნება ინფექციის გავრცელება და სიკდილიანობა“, - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
"საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე" - შსს უნგრელი ჟურნალისტის დაკავებაზე
მოქალაქეები ისევ დენის გათიშვის შესახებ იუწყებიან
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics