|
2015-09-19 15:54:39, 631 ნახვა
საზოგადოება
კახეთში ქარხნებთან რიგების გამო მევენახეებს ყურძნის ჩაბარება უჭირთ
კახეთში ქარხნებთან არსებული რიგების გამო მევენახეები უკმაყოფილებას გამოთქვამენ. ქარხნები ორგანიზებულად ვერ მუშაობენ, რის გამოც ყურძნის მიღება გვიანდება. მევენახეების თქმით, მოსავალი ფუჭდება და მასზე ფასი კიდევ უფრო იკლებს. კახეთში ყურძნის მიმღები რამდენიმე ქარხანა მუშაობს, მაგრამ უმეტესი დატვირთვა კახური ტრადიციული მეღვინეობის ღვინის ქარხანაზე მოდის. „აუცილებელია ყურძნის მიღება ქარხნებმა ორგანიზებულად და შეუფერხებლად მოახდინონ, რათა მოსახლეობას რიგში დიდხანს დგომა არ მოუწიოს“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ. შეგახსენებთ, რომ საოფლის მეურნეობის სამინისტრომ რამდენიმე საათის წინ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ოთარ დანელია კახეთში იმყოფებოდა და ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ყურძნის გადამუშავების პროცესს მთელი ღამის განმავლობაში აკვირდებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)