|
2020-10-14 15:13:30, 500 ნახვა
კომენტარი
ნიკოლოზ გაგუა: საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2021-2025 წლებში დაახლოებით, 5.5%-ით გაიზრდება
საქართველომ შეინარჩუნა რეფორმატორი ქვეყნის იმიჯი და განახორციელა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც მომავალი წლიდან ეკონომიკის გამოცოცხლებას შეუწყობს ხელს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული გლობალური ეკონომიკის ოქტომბრის თვის მიმოხილვის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, მიმოხილვაში, ზოგადად, ასახულია ის ეკონომიკური დინამიკა, რაც მიმდინარე წელს გამოიკვეთა მსოფლიო მასშტაბით, ასევე, საუბარია საშუალოვადიან პერსპექტივაზე. „საქართველოს შემთხვევაში, აშკარად გამოიკვეთა 2021-2025 წლების დადებითი დინამიკა. ჩვენი ქვეყანა ამ პერიოდში, დაახლოებით, 5.5%-ით გაიზრდება და ეს მაჩვენებელი იქნება ყველაზე მაღალი არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ მთელ ევროპაში. ჩვენი ეკონომიკური აღმავლობისა და გამოცოცხლების მიზეზად, შეგვიძლია ჩამოვთვალოთ რამდენიმე ფაქტორი: ჩვენ მიმდინარე წელს შევინარჩუნეთ საკმაოდ მაღალი ინფრასტრუქტურული მშენებლობის ტემპი და ეს ტემპი გაგრძელდება იმ უმნიშვნელოვანესი პროექტების დაფინანსებით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს პოტენციური ეკონომიკური ზრდისთვის. ასევე, ჩვენ შეინარჩუნეთ რეფორმატორი ქვეყნის იმიჯი და განვახორციელეთ რეფორმები, რომელიც მომავალი წლიდან ეკონომიკის გამოცოცხლებას შეუწყობს ხელს. ამავე დროს, მიმდინარე წელს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებები და მიღწეული შედეგი, იძლევა იმის გარანტიას, რომ ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობა ეჭვქვეშ არ დგას, რაც დადასტურებულია როგორც თავად საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ისე ავტორიტეტული საკრედიტო სარეიტინგო ორგანიზაციების შეფასებებში", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ. როგორც ცნობილია, გამოქვეყნდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის გლობალური ეკონომიკის ოქტომბრის თვის მიმოხილვა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეკონომიკა ევროპასა და რეგიონში 2021-2025 წლებში ყველზე მაღალი ტემპებით გაიზრდება.
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)