|
2020-10-13 18:12:32, 614 ნახვა
სამართალი
ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობის 8 ეპიზოდის ჩადენის ფაქტზე დაკავებულ ორ პირს - მ.კ-ს და ი.ზ-ს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საქართველოს გენერალური პროკურატურიდან აცნობეს. უწყების ცნობით, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მ.კ. და ი.ზ. 2016-2018 წლებში, ქ.თბილისში, წინასწარი შეთანხმებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თითქოსდა დევნილთა სამინისტროდან ბინების მიღების სანაცვლოდ, მოტყუებით დაეუფლნენ 8 დაზარალებულის, ჯამში 85 213 ლარს. მ.კ.-ს და ი.ზ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და „ბ" და მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტებით (თაღლითობა, მართლსაწინააღმდეგო მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც გამოიწვა მნიშვნელოვანი და დიდი ოდენობით ზიანი) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)