07:12 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-13 11:14:41, 459 ნახვა

ეკონომიკა
მთისძირა არხის რეაბილიტაცია დასრულდა

შპს „საქართველოს მელიორაციამ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მთისძირა არხის რეაბილიტაცია დაასრულა.

პროექტის ფარგლებში ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან დამშრობი არხის ჯამში 17 კილომეტრიანი მონაკვეთი გაიწმინდა. აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა არხზე მოწყობილ სხვადასხვა ტიპის ჰიდროტექნიკურ ნაგებობებს.

ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, არხის გამტარუნარიანობა გაიზარდა, რაც 6900 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობიდან ჭარბი წყლის მოცილებას გააუმჯობესებს.

სამუშოები, რომლის ღირებულებაც 1 485 000 ლარია საქართველოს მელიორაციამ საკუთარი ძალებით გასული წლის ივლისში დაიწყო და მიმდინარე თვეში დაასრულა.

დღეისათვის გურიაში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 3 სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს, რომელთა დასრულების შედეგად დამატებით 750 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი დაშრება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics