23:27 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-10 10:54:27, 520 ნახვა

საზოგადოება
დიდ დიღომში ახალი სკვერი მოეწყო

დიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩა  N73-ის მიმდებარედ  ახალი სკვერი მოეწყო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები 1 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე ჩატარდა.

სკვერში საბავშვო ზონა მოეწყო, სადაც კაუჩუკის საფარი დაიგო და ატრაქციონები დამონტაჟდა. აგრეთვე, მოეწყო საფეხმავლო ბილიკი, LED განათების სისტემა და ყველა შესაბამისი ინვენტარი განთავსდა.

სკვერის ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოებიც განხორციელდა, დაირგო ხე-მცენარეები და რულონური ბალახი დაიგო.

დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ.

აღნიშნული პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 137 999 ლარი გამოიყო.  სამუშაოები კი, კომპანიამ „გრინსერვისი+" შეასრულა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ივანიშვილის მტავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
BOG-ის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics