23:26 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-10 10:03:22, 586 ნახვა

საზოგადოება
სახელმწიფოს მხარდაჭერით გაშენებული ბაღები 10,000-მდე ჰექტარს შეადგენს

„მთელი საქართველოს მასშტაბით, პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში გაშენებული ბაღები 10,000 ჰა-მდე ფართობს შეადგენს; მათ შორის,  3,000 ჰა კაკლის ბაღია“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა,  რომელიც ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან, კახა კობერიძესთან ერთად, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, პროგრამის „დანერგე მომავალი“ ბენეფიციარის, ბაბეკ ნიაზოვის კაკლის  ბაღში  იმყოფებოდა.  

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ზემო არქევანში, პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ფერმერმა ბაბეკ ნიაზოვმა  კაკლის ბაღი გააშენა. 4 ჰექტარზე კაკლის ბაღის გაშენების და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის ფერმერმა 16,000 ლარზე მეტი სახელმწიფო დაფინანსება მიიღო, მათ შორის, 10,000 ლარზე მეტი ნერგების შესაძენად, ხოლო 6,000 ლარზე მეტი - წვეთოვანი სისტემის მოწყობისთვის. წელს ბაბეკ ნიაზოვი  პირველ მოსავალს, 5 ტონა კაკალს ელოდება. ბაღში 10  ადგილობრივია დასაქმებული.  

ქვემო ქართლის რეგიონის რწმუნებულის მოადგილის, კახა კობერიძის განცხადებით,  სახელმწიფო პროგრამები მნიშვნელოვანი მოტივაციაა ადგილობრივი წარმოების განვითარებისათვის.  

პროგრამას „დანერგე მომავალი“ სოფლის განვითარების სააგენტო 2015 წლიდან ახორციელებს. სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამები გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მათი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყოფს მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ივანიშვილის მტავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
BOG-ის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics