20:53 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-18 17:30:02, 722 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი EBRD–ის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დირექტორს კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერას შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას განხილული იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და EBRD–ს შორის მიმდინარე და სამომავლო პროექტები. დიმიტრი ქუმსიშვილმა დადებითად შეაფასა აღნიშნული საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის საქმიანობა საქართველოში და მისი წვლილი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საქმეში.

მხარეებმა განიხილეს საქართველოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის რეფორმა, რომლის მხარდამჭერიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი იყო.

შეხვედრაზე ასევე საუბარი წარიმართა საქართველოში საჯარო და კერძო პარტნიორობის კანონმდებლობის მომზადების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე. EBRD–ი ამ რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი ორგანიზაციაა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო კი – სამთავრობო უწყება, რომელიც სათანადო კანონმდებლობის მომზადების პროცესს წარმართავს. აღინიშნა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა უკვე დაიქირავა ადგილობრივი და საერთაშორისო იურიდიული კონსულტანტები, რომლებიც ქართულ მხარეს სათანადო კანონმდებლობის მომზადებაში დაეხმარებიან.

მხარეებმა ასევე გაამახვილეს ყურადღება ინვესტორთა საბჭოზე, რომელიც საქართველოს პრემიერ–მინისტრის თავმჯდომარეობით შეიქმნა. მისი მიზანია, საქართველოს მთავრობასა და და კერძო სექტორს შორის დიალოგის სტიმულირება კერძო სექტორის განვითარების საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის, კონსტრუქციული, ხელსაყრელი, არადისკრიმინაციული და გამჭვირვალე ბიზნესგარემოს შემდგომი განვითარებისთვის. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ინვესტორთა საბჭოს პირველი შეხვედრის დღის წესრიგის საკითხებზე. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics