23:25 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-09 14:53:35, 534 ნახვა

საზოგადოება
დანიბეგაშვილის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

დიდ დიღომში, რაფიელ დანიბეგაშვილის ქუჩის ნაწილზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

აღნიშნულ ქუჩაზე, ამ დრომდე, ასფალტის საფარი არ არსებობდა. სამუშაოების ფარგლებში კი,  3 995 კვ.მ ფართობზე ასფალტის  საფარი დაიგება.

მიმდინარე სამუშაო პროცესს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, მაჟორიტარ დეპუტატ ავთანდილ ცინცაძესთან ერთად გაეცნო.

„დიდი დიღმის კერძო დასახლებაში ქუჩების მოწესრიგება გრძელდება. ამჯერად, დანიბეგაშვილის ქუჩაზე დავიწყეთ სამუშაოები, სადაც მოსახლეობას წლების განმავლობაში გრუნტიან გზაზე გადაადგილება  უწევდა. ახლა კი, სანიაღვრე ქსელი მოეწყობა და ორფენიანი ასფალტის საფარი დაიგება“, - განაცხადა საბურთალოს გამგებელმა.

სამუშაოებს კომპანია „იბერი“ ასრულებს, რისთვისაც საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 140 000 ლარი გამოიყო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
BOG-ის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე ისაუბრა
ჩაქვში მატარებელმა 35 წლის მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics